საქართველოში მიმდინარე პროცესებში აქტიურად ჩართვასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე გამოეხმაურა.
სახელისუფლებო გუნდის წევრი მიიჩნევს, რომ უკრაინის მოქალაქე თანამდებობის პირის, მიხეილ სააკაშვილის ქმედება არ ჯდება დიპლომატიური ურთიერთობის პრინციპებში და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება:
"ზოგადად, ცუდია ქვეყნებს შორის ურთიერთობაში, როდესაც შენი ქვეყნის მოქალაქე, თანამდებობის პირი აკეთებს განცხადებებს და ერევა სხვა ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში. ეს არ ჯდება არც ერთ დიპლომატიურ ურთიერთობაში. შესაბამისად, ამას მოჰყვება რეაგირება,"- განაცხადა კახა კალაძემ.