18 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
სააკაშვილის განცხადება საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური გადაწყვეტილების მიზეზი კიდევ ერთხელ გახდა​

ძებნილი ექსპრეზიდენტი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა აღარ, თუმცა უკრაინაში ერთ-ერთი თანამდებობას იკავებს, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ ჩართვას გეგმავს, საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებს და გამარჯვებისთვის მზადყოფნას აცხადებს.

სააკაშვილის განცხადება საქართველოს საგარეო უწყების მხრიდან სტრატეგიული პარტნიორის მიმართ დიპლომატიური გადაწყვეტილების მიზეზი კიდევ ერთხელ გახდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში, ამჯერად, უკრაინის ელჩი დაიბარეს. დიპლომატს განმარტებების გაკეთება უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარის ვიდეომიმართვის შინაარსთან დაკავშირებით მოუწია, რადგან საქართველოს დიპლომატიური უწყებისთვის ის ცალსახად ქვეყნის საშინაო საქმეებსა და საარჩევნო პროცესში უცხო ქვეყნის მაღალჩინოსნის პირდაპირი ჩარევაა.

"სწორედ ამის შესახებ ვაფრთხილებდით ჩვენს უკრაინელ კოლეგებს, იყო მოლოდინი, რომ ის გააგრძელებდა საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას. ის განცხადება, რაც ჩვენ მოვისმინეთ არის პირდაპირი ჩარევა უკრაინის მოქალაქის სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში და პირდაპირ საარჩევნო პროცესში. ვფიქრობ, რომ ამას ყურადღება უნდა მიაქციონ ამერიკელმა პარტნიორებმა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როგორ ცდილობს ოპოზიცია, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის შემოყვანას ჩვენს შიდა პოლიტიკურ პროცესში და საარჩევნო პროცესში," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

უკრაინის ელჩმა საგარეო უწყებიდან გამოსვლისას განაცხადა, რომ სააკაშვილი უკრაინაში საჯარო მოხელე არ არის და შეუძლია საკუთარი პოზიცია ნებისმიერ ფორმატში დააფიქსიროს.

ის, რაც ქართველმა დიპლომატმა საარჩევნო პროცესში ჩარევად შეაფასა, პოლიტიკური ლიდერის თავისუფალი აზრი და სამშობლოზე ზრუნვაა "ნაციონალური მოძრაობისთვის". სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელები კი საკუთარ თავს მასთან ერთად ბრძოლის წინა ხაზზე ვერ ხედავენ.

უმრავლესობა სააკაშვილს ურჩევს ჩამოყალიბდეს, უკრაინული საქმის კეთებასა და ქართულ პოლიტიკაში ჩარევას შორის.

​პასუხის პასუხად მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში საქართველოს საგარეო უწყებას კომპეტენცია დაუწუნა და განმარტა, რომ საკუთარი თანამდებობა აზრის გამოხატვის უფლებას ნებისმიერ საკითხზე აძლევს.

დღის ამბები