18 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
საქართველოში ჯერ კიდევ დაუსრულებელი რეფორმების ვრცელი ჩამონათვალი გვაქვს, გსურს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა - ევრიკომისარი

დღესვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართა.

მინისტერიალს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უძღვებოდა. გამოსვლაში დავით ზალკალიანმა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ინტერესს: გააღრმავოს ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი ძირითადი სასაუბრო თემა რუსული ოკუპაცია და კორონავირუსის პანდემიის დროს მოსკოვის მხრიდან გახშირებული პროვოკაციები იყო. მათ შორის, ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გააქტიურება და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების ამოქმედება ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ.

მინისტერიალზე ასევე განიხილეს ევროკავშირის დახმარების ახალი შესაძლებლობები და საჭიროებები. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს COVID-19-ის პერიოდში გამოჩენილი სოლიდარობისა და ჩართულობისთვის.

საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეო კონფერენცია ერთგვარი მოსამზადებელი შეხვედრა იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერთა ტელე-ვიდეო კონფერენციისთვის, რომელიც 18 ივნისს უნდა გაიმართოს.

ევროკომისარი ოლივერ ვარილაი აცხადებს, რომ საქართველოში დაუსრულებელი რეფორმის ჯერ კიდევ ვრცელი ჩამონათვალია. ევროკომისარის თქმით, ის მზად არის საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმების უფრო სწრაფი იმპლემენტაციის მიმართულებით თანამშრომლობისთვის.

"მათ ვისაც სურთ ჩვენთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, ჩვენ ამის შესაძლებლობას ვთავაზობთ როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მიმართულებით. ჩვენი პოლიტიკური პრიორიტეტები უცვლელია. ჩვენი სურვილია, რომ რეფორმები, დემოკრატიული რეფორმები შესრულდეს.

საქართველოში ჯერ კიდევ დაუსრულებელი რეფორმების საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი გვაქვს. მათ შესასრულებლად ჩვენ გვსურს ქვეყნის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა. ჩვენ მზად ვართ ყველა საჭირო დახმარების გაწევისთვის. ასევე, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმების უფრო სწრაფი იმპლემენტაციის მიმართულებით. ეს დაახლოებისა და ინტეგრაციის უსწრაფესი გზაა. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობის 70-80 პროცენტის იმპლემენტაციის შესაძლებლობას იძლევა. საქართველოსთან ვმუშაობთ განათლების რეფორმაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, ასევე ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს უკავშირდება," - აცხადებს ოლივერ ვარჰეი.

"ჩვენ თქვენს გვერდით ვართ​" - ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელის განმარტებით, ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მიმართ მთავარი გზავნილია.

"აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მიმართ ჩვენი მთავარი გზავნილია - ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ეს პროექტი არის წარმატებული ისტორია და ჩვენი სურვილია, რომ ეს წარმატებული ისტორია გაგრძელდეს ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. 11 წელია ეს წარმატებული პროექტი არსებობს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. და ასევე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამეა, რისი მიღწევაც ერთად შეგვიძლია," - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

დღის ამბები