18 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
ქვეყანაში ჩვენ ვხვდებით მთელ რიგ ფსევდოდასავლური ორგანიზაციების დესტრუქციულ აქტივობას - ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში უსმენენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში უკვე 2 საათზე მეტია უსმენენ. პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენების დრო ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივების გარდა დაეთმო საფრთხეებს, რომლებიც მომართულია რუსეთისგან. ამას გარდა, ყურადღება გამახვილდა ქვეყნის შიგნით გააქტიურებულ ძალებზე, რომელთა მიზანი, მისი სიტყვებით, ისეთი ინსტიტუციების დასუსტებაა, როგორიცაა ეკლესია, ჯარი, პოლიცია.

"მასში ჩართული ძალები არ ერიდებიან მდარე ხარისხის დეზინფორმაციის ტირაჟირებას. რიგ შემთხვევაში, დეზინფორმაციის კამპანია უხამს ფორმებსაც იღებს. სამხედრო ფეხსაცმლის, კვების, ფორმის, საათების თუ სადეზინფექციო ხსნარების შეძენის საკითხებით მანიპულირება. აღნიშნული მიზანმიმართული კამპანია განსაკუთრებით გაძლიერდა თავდაცვის ძალების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი მაღალეფექტური რეაგირების ფონზე. დესტრუქციული ძალები ცდილობენ ჩვენი მთავრობის ეფექტურობის იმიჯის, საზოგადოების აზრის კონსოლიდირების და რეალურად დასავლური ღირებულებების პროექტების დისკრედიტირებას, დაწყებულია და ძლიერდება კიდევ უფრო სხვადასხვა პროდასავლური ორგანიზაციების ლეგენდით, რეალობაში კი ანტიეროვნული ძალების მიერ საზოგადოების განწყობების სხვა მიმართულებით შეცვლის პროცესი.

ქვეყანაში ჩვენ ვხვდებით მთელ რიგ ფსევდოდასავლური ორგანიზაციების დესტრუქციულ აქტივობას. ჩვენ ვაწყდებით აღნიშნული დესტრუქციული ძალების მხრიდან პროცესის მხარდაჭერის სხვადასხვა ღონისძიებებს. საყურადღებოა, რომ დაბალი რეიტინგის ფონზე, მათი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად მოსალოდნელია მათ ქმედებებში მეტი რადიკალიზმი და სიხისტის გამოვლინება,"- განაცხადა მინისტრმა.

დღის ამბები