18 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
ღარიბაშვილმა აღიარა, რომ ჩემს წინააღმდეგ წარმოებული ყველა სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო - გიგი უგულავა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, გადაწყვეტილება არ მოსწონს.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, თუ სამაგალითოდ არ დაისჯება ყველა, ვინც ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას ცდილობდა, ქვეყანა წინ ვერ წავა. დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის კითხვაზე, ვინ გამოუშვა ციხიდან გიგი უგულავა, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ეს კითხვა მას არ ეკუთვნის და აღნიშნა, რომ მისი პრემიერობის დროს ეს ადამიანი ორჯერ დაიჭირეს.

ამის საპასუხოდ გიგი უგულავამ ირაკლი ღარიბაშვილს "ქართული ოცნების" ბრიყვი უწოდა. მისი განცხადებით,  პრაქტიკულად ღარიბაშვილმა აღიარა ის, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული ყველა სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

"ბატონი ღარიბაშვილი ჩვენს გაოცებას კვლავ აგრძელებს. ის მართლაც ექსკვიზიტური ბრიყვია "ქართული ოცნების" გუნდში. მან პრაქტიკულად აღიარა, რომ ჩემს წინააღმდეგ წარმოებული ყველა სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო. მან აღიარა, რომ, როგორც პრემიერი, მონაწილეობდა ვითომ მართლმსაჯულების წარმოებაში, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ ბოლომდე მოსპო მართლმსაჯულება," - განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ. 

დღის ამბები