18 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
დოკუმენტზე ძალიან გავბრაზდი და შოკირებული ვიყავი - დავით ზალკალიანის თქმით, აშშ-ს ელჩის განცხადებაც ძალიან ღირსეული იყო

ღამის კურიერში წამყვანის შეკიტხვაზე- ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები ხშირად ამბობდნენ რომ "ქართული ოცნება"  რუსულ პოლიტიკას ატარებს. 13 კონგრესმენმა კი ხელი მოაწერა დოკუმენტს, სადაც მსგავსი შინაარსი იკითხებოდა მმართველი პარტიის ლიდერზე - ბიძინა ივანიშვილზე- საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პასუხობს და ამბობს, რომ  არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ ანგარიშზე ხელმომწერები არც კი ეთანხმებოდნენ მის შინაარსს. 

მინისტრი ასევე მის პირად ემოციებზე საუბრობს და ამბობს, რომ როდესაც საერთაშორისო პარტნიორების დოკუმენტი ნახა, გაბრაზდა. 

"ეს არ არის შეთანხმებული დოკუმენტი, ზუსტად ვიცი, ბევრი ხელმომწერი ამას არც კი ეთანხმება. ერთიან კონტექსტში საქართველოს გარდა, სხვა მიმართულებებზეა საუბარი. დოკუმენტზე ძალიან გავბრაზდი, შოკირებული ვიყავი და ამის შემდეგ, მყისიერად მქონდა აშშ-ს ელჩთან სატელეფონო საუბარი და ნახეთ მისი მკაფიო რეაქციაც. მისი საჯარო განცხადება ამის შემდეგ, ღირსეული იყო,"- აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი. 

დღის ამბები