18 ნოემბერი 2024,   03:39
ვრცლად
დეზინფორმაციის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური კონკრეტული შედეგების დემონსტრირებაა - დავით ზალკალიანი რუსულ დეზინფორმაციაზე

"რუსეთმა ლუგარის ცენტრზე მორიგი დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყო, კონკრეტულად კი, ეუთოში რუსეთის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მედიაში გაჟონილი ინფორმაციით, საქართველოსა და უკრაინის ბიოლაბორატორიებში დახურული ექსპერიმენტები მიმდინარეობს. პროპაგანდისტული ომის დროს კი, ძალიან ხშირად, მიზეზად იყენებენ რომელიღაც მედიაში, რაღაც ინფორმაციის გაჟონვას, რა არის ყველაზე ეფექტური იარაღი დიპლომატიური ომის წინააღმდეგ?" - ამ კითხვით "ღამის კურიერის" წამყვანმა საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა.

"დეზინფორმაციის წინააღმდეგ, ყველაზე ეფექტური კონკრეტული შედეგების დემონსტრირება. მათ შორის, ლუგარის ლაბორატორიით, რომელზეც ჰიბრიდული ომი წამოიწყეს. ეს რუსული დიპლომატიის კლასიკაა,"- ამბობს დავით ზალკალიანი. 

როგორ ებრძვის საგარეო უწყება რუსეთის მიერ წამოწყებულ დიპლომატიურ ომს? - აღნიშნულ შეკითხვაზე მინისტრმა უპასუხა, რომ მათმა უწყებამ თავისი პოზიცია დააფიქსირა მაშინ, როდესაც სამინისტრომ კომენტარი გააკეთა  მათ განცხადებაზე, რომელიც ლუგარს უკავშირდებოდა.

ამასთან, ზალკალიანი აცხადებს, რომ რუსეთთან მსგავს დისკურსში შესვლას აღარ აპირებს. 

დღის ამბები