"თქვენ, ნიუ-იორკში 2019 წელს ლავროვს შეხვდით, ამის შემდეგ სიტუაცია არ გაუმჯობესდა მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით. ამ წლის შემდეგ ბორდერიზაციის საკითხები 12-ჯერ განახლდა საოკუპაციო ხაზზე. ამ პროცესების შეჩერება თქვენს მიერ არჩეული დიპლომატიური მეთოდებით შეუძლებელია? - "ღამის კურიერში" საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ შეკითხვაზე განაცხადა, რომ მან ლავროვთან შეხვედრისას საკმაოდ გაბედული ნაბიჯი გადადგა და ამას საერთოდ არ ნანობს.
"ის ნაბიჯი, რაც მე გადავდგი ლავროვთან შეხვედრისას უფრო დასაფასებელია, ვიდრე მათი, ვინც ჩუმად აკეთებს ამას. მე არც მქონდა იმის იმედი, რომ მასთან პირველივე შეხვედრაზე მოგვარდებოდა მთავარი საკითხი. დღეს რომ დრო უკან დავაბრუნოთ, ამ ნაბიჯს მაინც გადავდგამდი და ლავროვს მაინც შევხვდებოდი.
მაშინ, განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობა იყო ბორდერიაზციის კუთხით. ამ პერიოდში მე გაეროში ვიმყოფებოდი და სწორედ იქ მომიწია მასთან შეხვედრა. მე მინდოდა მისთვის თვალებში შემეხედა და მეთქვა, თუ რას ვფიქრობდი,"- აცხადებს დავით ზალკალიანი.