18 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
მოგვაწოდონ დოკუმენტურად ყველა საჭირო ინფორმაცია ვინ არის სააკაშვილი - დავით ზალკალიანი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობასა და ელჩის დაბარებაზე

„რუსეთის პროპაგანდისტულ ნარატივში უკრაინა და საქართველო ხშირად ერთად არის მოხსენიებული. ამ შემთხვევაში საუბარი იყო უკრაინულ და ქართულ ლაბორატორიაზე, თუმცა ქართულ-უკრაინული ურთიერთობა ახლა იდეალური ნამდვილად არ არის. თქვენ გუშინ დაიბარეთ ელჩი. ელჩის დაბარება დიპლომატიურ ენაზე სერიოზული დემარშია?“ - ამის შესახებ წამყვანმა „ღამის კურიერის“ ეთერში კითხვა საგარეო საქმეთა მინისტრს დაუსვა.

მინისტრი აცხადებს, რომ დიახ, ეს ერთ-ერთი სახეა დემარშის და საქართველომ მყისიერად მოახდინა რეაგირება მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საარჩევნო პროცესზე პირდაპირ ჩარევასთან დაკავშირებით, რაც მისი განცხადებით, კანონმდებლობის დარღვევაა. ზალკალიანის თქმით, სწორედ ამასთან დაკავშირებით მოსთხოვეს ელჩს ახსნა-განამრტება.

„რა თქმა უნდა ეს ერთ-ერთი სახეა დემარშის და ჩვენ მყისიერი რეაგირება მოვახდინეთ მსჯავრდებულ სააკაშვილის, ამჟამად უკრაინის მოქალაქის ჩინოსნის პირდაპირ ჩარევაზე ჩვენს საარჩევნო პროცესებში.

რა თქმა უნდა, ელჩს მოვთხოვეთ ახსნა- განმარტება პირველ რიგში, იმ განცხადებასთან დაკავშირებით და მას ავუხსენით, რომ ეს არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. შავით თეთრზე წერია ჩვენს საარჩევნო კანონმდებლობაში, რომ არა თუ მოხელეს, ან რაღაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლისთვის, რიგით უცხოეთის მოქალაქეს არა აქვს უფლება ჩაერიოს საარჩევნო პროცესში. სახეზეა დარღვევა ჩვენი კანონმდებლობის და ამის გამო მოვთხოვეთ შესაბამისი რეაგირება.

ჩვენ მოვისმინეთ ასევე მსჯავრდებულ სააკაშვილის რეაგირება ამაზე და მან იქიდან გამოუშვა ახალი კასკადი, რომ თურმე, ახლა აღმოჩნდა, რომ ის არც საჯარო მოხელეა, არც სამოქალაქო, არც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია. მაშინ, როდესაც ინიშნებოდა, ჩვენ გვითხრეს, რომ ის არის ყველაფერი, მას ებარება სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ჩააბარეს რეფორმები, თუმცა მის დანიშვნაზე პრეზიდენტ ზელენსკის ხელმოწერაა.

ამიტომ ჩვენ ვთხოვეთ, რომ ელჩმა გაფანტოს ეს ბუნდოვანება. მოგვაწოდონ დოკუმენტურად ყველა საჭირო ინფორმაცია ვინ არის სააკაშვილი. ის არის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, თუ არის ვინც არ უნდა იყოს. დოკუმენტი უნდა მივიღოთ,“ - აცხადებს მინისტრი.

დღის ამბები