18 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
დააყენებს თუ არა მმართველი გუნდი დავით ზალკალიანისა და ამერიკაში საქართველოს ელჩის პასუხისმგებლობის საკითხს - მამუკა მდინარაძე დიპლომატიური კორპუსის მუშაობაზე

"დააყენებს თუ არა "ქართული ოცნება" დავით ზალკალიანის ან ამერიკაში საქართველოს ელჩის პასუხისმგებლობას, კონგრესმენების იმ კრიტიკული გზავნილის გამო, რომელიც ბოლო დროს გაკეთდა" - "ღამის კურიერის" წამყვანის აღნიშნულ შეკითხვას მმართველი გუნდის წევრმა მამუკა მდინარაძემ უპასუხა, რომ ეს, არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება.

"პირველ ნომერ დიპლომატს პასუხი მოსთხოვო იმაზე, რომ ვიღაც ლობისტის მეშვეობით შეცდომაში შევიდა - წარმოუდგენელი ამბავია. რიში 2012 წლის მიწურულს ამბობდა, რომ პოლიტიკური დევნა უნდა შემწყდარიყო. მაშინ ბევრი ინფორმაციული შეცდომა იყო და ნუ ეწყინება ნურცერთ კონგრესმენს ამაზე, ისინი შეცდომაში შეიყვანეს,"- ამბობს მამუკა მდინარაძე. 

ეფექტურად მუშაობენ ლობისტები და ზოგადად დიპლომატიური კორპუსი? - მდინარაძე პასუხობს, რომ ეს მართლაც ასეა. 

"მათ ძალიან ბევრჯერ შეძლეს, რომ სწორად დაენახებინათ ჩვენი პარტნიორებისათვის ის, თუ რა კეთდება საქართველოში.,"- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ

დღის ამბები