რა იყო ყველაზე დიდი შეცდომა ამ ერთი წლის რეტროსპექტივით, რაც წელს დაუშვით და რისი არიდება შეიძლებოდა - ამ კითხვით "ღამის კურიერის" წამყვანმა ირაკლი იმნაიშვილმა მამუკა მდინარაძეს მიმართა.
"გულწრფელად გეტყვით, რომ ალბათ ერთ-ერთი იყო თავისუფალ კენჭისყრაზე წაყოლა, მე ნამდვილად არ მეგონა, რომ ამის გამოც შეიძლებოდა პროპორციული სისტემის ჩავარდნა, რადგან მე ერთი დღეც კი არ ვუჭერდი მხარს შერეულ სისტემას. შესაძლოა სწორედ ეს იყო ერთ-ერთი შეცდომა.
ამასთან, შეიძლება ერთი შეცდომა იყოს გავრილოვის ამბავი, რომელიც ჩვენმა ოპონენტებმა სათავისოდ გამოიყენეს და შემდეგ აღიარეს რას აკეთებდნენ. მიხეილ სააკაშვილით დაწყებული, მელიათი გაგრძელებული და ბოლოს ოქრუაშვილმა დაუსვა ბეჭედი აღიარების კასკადს,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.