იქნება თუ არა გიორგი გახარია პრემიერი არჩევნბის პერიოდში - ამ კითხვაზე მამუკა მდინარაძე პასუხობს, რომ ეს, რა თქმა უნდა ასე იქნება.
"ერთ-ერთ ტელევიზიაში გამოიგონეს, რომ გახარია რამდენიმე საათში უნდა გადადგესო, შემდეგ ამაზე დაიწყეს მსჯელობა და ამაზე კომენტარებს გვთხოვდნენ ჩვენ.
არის ტენდენცია, რომ როდესაც ვრცელდება ინფორმაცია ვინმეს გადადგომის შესახებ, ასეც ხდება ხოლმე - მიმართა "ღამის კურიერის" წამყვანმა მამუკა მდინარაძეს.
"ტელევიზიები სულ ავრცელებენ ასეთ ინფორმაციას და როდესღაც დაემთხვევა ხოლმე,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე არჩევნების პერიოდში ე.წ. კარუსელს გამორიცხავს.