საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, 13 ივნისი იყო როგორც დიდი ტრაგედია ამავე დროს დიდი გმირობის დღეს. აღნიშნული განცხადება გიორგი გახარიამ 5 წლის წინ სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალთან გააკეთა.
გახარიას თქმით, სწორედ 13 ივნისის მოვლენების დროს აჩვენა ახალგაზრდობამ დიდი ერთსულოვნება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომელიც დღესაც საჭიროა, კორონავირუსის კრიზისის პერიოდში:
"დიდი ტრაგედია მოხდა თბილისში, რა თქმა უნდა, უნდა მივუსამძიმროთ მათ, ვინც ოჯახის წევრები დაკარგეს, მაგრამ ყველაფერთან ერთად ეს იყო დიდი ერთიანობის, სოლიდარობისა და ერთმანეთზე ზრუნვის დღე, ახალგაზრდებმა უდიდესი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოავლინეს. დღეს სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ეპიდემია არის დიდი კრიზისი და იგივე ხარისხის ერთსულოვნება, ზრუნვა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გვჭირდება. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს დაღუპული ადამიანები და ის გმირობა, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდებმა ჩაიდინეს, ასე იქმნება წარმატებული სახელმწიფოები, ასე ყალიბდება წარმატებული და დიდი თაობები და დიდი იმედი მაქვს ეს ის ახალგაზრდობა იყო, რომელიც სულ მალე საქართველოს ახალი რეალობის შექმნაში მიღებს მონაწილეობას," - განაცხადა გიორგი გახარიამ.