შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი რესპუბლიკური პარტიის კვლევითი კომიტეტის ანგარიშს აკრიტიკებს. ამერიკელი დიპლომატი კვლევაში ასახულ საქართველოს მიღწევებს დადებითად აფასებს, თუმცა გარკვეულ განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებს.
უილიამ კორტნი გამოეხმაურა დოკუმენტის იმ ნაწილს, სადაც საუბარია რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეა და ქვეყანას ცუდ სამსახურს უწევს. ყოფილი ელჩის თქმით, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციაა.
"ანგარიში საქართველოს დათვურ სამსახურს უწევს დაუსაბუთებელი ბრალდებით, ვითომდა ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი - ყოფილიყოს პუტინის ახლო მოკავშირე და რუსეთის სახელით მონაწილეობდეს საქართველოს დესტაბილიზაციაში. მიუხედავად იმისა, რომ მე და სხვები მხსნელების გაზვიადებულ იდეაზე ქართული პოლიტიკის გადამეტებულ დამოკიდებულებას ვაკრიტიკებთ, მაინც არავითარი საფუძველი არსებობს იმისა, რომ ვინმემ ამტკიცოს, თითქოსდა ივანიშვილის მიზანი საქართველოს დესტაბილიზაცია ყოფილიყოს რუსეთის გულისთვის.
პირიქით, ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველო მნიშვნელოვანი დემოკრატიული მიღწევებისკენ სვლას განაგრძობდა, ამასთან, საქებრად დაამკვიდრა პრაგმატული კავშირები მოსკოვთან, რამაც დაძაბულობა შეამსუბუქა, ქართულ ღვინოსა და სხვა პროდუქტებს კი ბაზარზე თავისუფალი შეღწევის საშუალება მისცა,"- აცხადებს აშშ ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი.