18 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
ამბიციები შესაძლებელია რომ ყველამ გადადოს სხვა ეტაპისთვის - ხატია დეკანოიძე საერთო ოპოზიციურ სიაზე

მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, რომ ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი სიით გავიდნენ, "ნაციონალურ მოძრაობაში" დადებითად აფასებენ. ხატია დეკანოიძის თქმით, მიზნის მისაღწევად, რასაც ოლიგარქის დამარცხება წარმოადგენს, ამბიციების გვერდზე გადადება უნდა მოხდეს:

"ამბიციები ამ დროისთვის შესაძლებელია რომ ყველამ გადადოს სხვა ეტაპისთვის, იმიტომ რომ იდეა ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ნამდვილად არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი იდეა გამოჩნდა მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით, როდესაც ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ სერიოზული დათმობა გააკეთა.  ჩვენი ინტერესი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი, ეს არის ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოცილება,"-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები