18 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
ჩვენ ვართ მომხრე, რომ იყოს ერთიანი პროპორციული სია - ბაჩუკი ქარდავა სააკაშვილის ინიციატივაზე

მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, რომ ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი სიით გავიდნენ, ეროვნულ დემოკრატიულ პარტიაში ეხმაურებიან. ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ის დაახლოებული პოლიტიკური იდეების მქონე პოლიტიკურ ძალებს შორის ერთიანი პროპორციული სიის შექმნის მომხრეა:

"ჩვენ ვართ მომხრე, რომ იყოს ერთიანი პროპორციული სია. ბუნებრივია ეს სია ვერ იქნება ისეთ რადიკალურად განსხვავებული პოზიციების პარტიებს  შორის, როგორიცაა საგარეო ორიენტირებზე თუ ვისაუბრებთ. მაგრამ ერთი ხედვის, მაქსიმალურად დაახლოებული პოლიტიკური იდეების მქონე პოლიტიკური ძალების ერთობა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია და ეს სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც მოხერხდება," - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ

დღის ამბები