უკრაინაში რეფორმების ხელმძღვანელი, საქართველოს არჩევნებში ქართული ოპოზიციის ტაქტიკის რეფორმირებაზეც ფიქრობს. მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს ოპოზიციას, რომ ერთიანი საარჩევნო სია შექმნან.
სააკაშვილს თბილისში უპასუხეს. ინიციატივას "ევროპული საქართველოსა" და "ლელოს" შემდეგ არ ეთანხმება არც "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა". ანზორ ბიწაძის თქმით, ამ არჩევნებზე ოპოზიციის ძალა სწორედ მრავალფეროვნებაშია:
"ეს ინიციატივა არის პირველ რიგში არარეალისტური, მეორე მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ის რაც შედის ჩვენი ამომრჩევლის ინტერესებში. ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის ინტერესებშია, რომ რაც შეიძლება მრავალფეროვნად იყოს წარმოდგენილი ოპოზიცია 31 ოქტომბერს იმისათვის, რომ დავათმობინოთ "ქართულ ოცნებას" ხელისუფლება და ის გადავიდეს ოპოზიციაში. სწორედ მრავალფეროვნებაშია ოპოზიციის ძალა," - აცხადებს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრი ანზორ ბიწაძე.