18 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
როგორც ჩანს, აშკარად დაპირისპირებაა - კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში არჩევნებთან დაკავშირებით შეუთანხმებლობაა

"ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ოპოზიციაში არჩევნებთან დაკავშირებით შეუთანხმებლობაა და ერთიან ოპოზიციურ საარჩევნო სიის შექმნასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაც სწორედ ამას უკავშირდება.

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში დაპირისპირებაა:

"არ ვიცი რამდენად მოახერხებენ შეთანხმებას შიგნით, იმიტომ რომ ბოლო დღეებიდან როგორც ირკვევა, როგორც ჩანს, აშკარად დაპირისპირებაა და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ და მოილაპარაკებენ," - განაცხადა კახა კალაძემ.

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ კიევიდან მოუწოდებს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ამჯერად უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი მიესალმება ნაბიჯებს, რომელიც მაჟორიტარების კუთხით, კოორდინაციისთვის გადაიდგა, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის. სააკაშვილი ამბობს, რომ ახლა ყველამ უნდა გადადოს ამბიციები გვერდზე და ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში გაერთიანდეს.

დღის ამბები