18 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
"ყველაფერი ჩაბნელებული იყო, ადამიანები კი დახმარებას ითხოვდნენ" - კახა კალაძე 13 ივნისის ტრაგედიის ღამეს იხსენებს

თბილისის მერი კახა კალაძე 13 ივნისის ტრაგედიის ღამეს იხსენებს. 

"მე პირადად ვიმყოფებოდი ყველა ლოკაციაზე და მახსოვს რამდენად უსუსურები ვიყავით სტიქიის წინააღმდეგ, ყველაფერი ჩაბნელებული იყო, ადამიანები კი დახმარებას ითხოვდნენ. დანგრეული და გაუბედურებული იყო ინფრასტრუქტურა. ყველაზე რთული კი, გარდაცვლილი ადამიანების ამბავი იყო, რომლის სიცოცხლის დაბრუნებას ჩვენ ვერ შევძლებთ," - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. 

13 ივნისის ტრაგედიიდან ხუთი წელი გავიდა. ბოლო პერიოდის უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიამ ​საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა დააზიანა. მთლიანად დაიტბორა "მზიური" და ზოოპარკი, სადაც სამი თანამშრომელი დაიღუპა და ბინადართა ნაწილი დაიხოცა. ტრაგედიასთან ერთად, ეს დღე ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა. 

დღის ამბები