18 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
"ევროპული საქართველო" და "ნაცმოძრაობა" საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაში არ ერთვებიან და რურუას გათავისუფლებამდე არც პროექტის მხარდაჭერას აპირებენ

ბათუმში საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა, "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს. ისინი საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაში არ ერთვებიან და არც პროექტს დაუჭერენ მხარს, თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდა.

"დღეს არ გვაქვს შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს სურვილი მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა გააღრმავოს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი და პოლარიზაცია იმის ნაცვლად, რომ შეასრულოს  8 მარტის შეთანხმების ყველა მოთხოვნა," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილმა. 

ოპოზიციის ნაწილი საყოველთაო განხილვებს ფორმალობად მიიჩნევს და მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. 

"ეს უკვე განხილული საკითხია, რომელიც წმინდა წყლის ფორმალობაა და ბუნებრივია, რომ არანაირ ფორმალობაში მონაწილეობის მიღება ჩვენ არ გვსურს. მითუმეტეს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჩვენი დასწრება გამოიყენოს დაძაბულობის შესაქმნელად. ამიტომ პროცესი მიშვებული გვაქვს, ჩვენთვის მთავარია დროზე გავიაროთ ეს ფორმალური პროცედურა და თუ პირობა შესრულებული იქნება პოლიტპატიმრების ნაწილში, ჩვენ ჩვენზე დაკისრებულ მეორე პუნქტს შევასრულებთ," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრმა აკაკი ბობოხიძემ. 

დღის ამბები