18 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
"ბოკერია, ბურჯანაძე... დამშლელი და ბიძინას გეგმის მომხრე ესენი არიან" - თაკო ჩარკვიანი ერთიანი ოპოზიციური სიის მოწინააღმდეგეებზე

იმ პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საერთო საარჩევნო სიასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას არ ეთანხმებიან, ბიძინა ივანიშვილის გეგმის შემსრულებლებს და ოპოზიციის ერთობის დამშლელებს უწოდებს პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე. თაკო ჩარკვიანი კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს და ამბობს, რომ მისთვის გიგა ბოკერიას და ნინო ბურჯანაძის ქმედება მოულოდნელი არ ყოფილა:

"ჩვენს თვალწინ, სააკაშვილის განცხადებიდან 5-10 წუთში მოხდა მთელი პოლიტიკური სპექტრის ლუსტრაცია. იმ ფსევდო ოპოზიციას, მე რომ ვეძახი, გაერთიანებულ მაგიდასთან მსხდომი პოლიტიკანები თუ პოლიტიკოსები,  ბოკერია, ბურჯანაძე უპირველეს ყოვლისა გამოვიდნენ და თქვეს, რომ არა, ეს არ გვინდა ჩვენო, გაერთიანება არაო, ანუ გამოიკვეთა, იგივე აზრი გაუჟღერებია ბესელიას. მე ველოდი ამას, ზუსტად ამას ვამბობდი ამდენი ხანი, რომ დიახ, დამშლელი და ბიძინას გეგმის მომხრე ესენი არიან-თქო," - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ კიევიდან მოუწოდებს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ამჯერად უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი მიესალმება ნაბიჯებს, რომელიც მაჟორიტარების კუთხით, კოორდინაციისთვის გადაიდგა, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის. სააკაშვილი ამბობს, რომ ახლა ყველამ უნდა გადადოს ამბიციები გვერდზე და ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში გაერთიანდეს.

დღის ამბები