13 ივნისის წყალდიდობის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანებული მზიურის პარკი სრული რეაბილიტაციის შემდეგ 13 ივნისს გაიხსნა.
განახლებული მზიურის პარკის გახსნას დედაქალაქის მერთან, მთავრობის წევრებთან და დიპლომატებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოჯახთან ერთად ესწრება.