პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თანაგუნდელ ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საგანგებო მდგომარეობის განმეორებით შემოღების აუცილებლობის შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა გადავადდეს.
გიორგი კახიანის თქმით, თუ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მაშინ არჩევნები მართლაც გადავადდება.
"ჩვენ გამოვდივართ კონკრეტული მოცემულობიდან და ვხელმძღვანელობთ საზოგადოების ინტერესებიდან. თუ თეორიულად არჩევნები შესაძლოა გახდეს ვირუსის გავრცელების საფუძველი, ბუნებრივია ეს ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას. შესაძლებელია აქედან გამომდინარე საგანგებო მდგომარეობაც გამოცხადდეს. საგანგებო მდგომარეობის პირობებში კი არჩევნების ჩატარება კონსტიტუციით არ შეიძლება. თეორიულად თუ ასეთი განვითარება იქნება, ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია არჩევნები გადაიწიოს დეკემბრისთვის ან თუნდაც იანვრისთვის," - განაცხადა გიორგი კახიანმა.