18 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
საერთო სია შექმნილ ვითარებაში იქნება ჩასაძირად დამზადებული ტიტანიკი, რაც ოლიგარქის უძველესი ოცნებაა - შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას პასუხობს. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი არ იზიარებს იდეას საერთო სიის შექმნასთან დაკავშირებით და თვლის, რომ შეთავაზება ნგრევის საფუძველი იქნება.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ოპოზიციას ახალ ინიციატივა უკრაინიდან შესთავაზა და ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდა. ცნობილია სხვა პარტიების პოზიციაც. განცხადებები უკვე გააკეთეს "ევროპული საქართველოს", "რესპუბლიკური პარტიის", "ლელოს", "ერთიანი საქართველოს" და "გირჩის" ლიდერებმა, რომლებიც იდეას მხარს არ უჭერენ.

დღეს კი საკუთარი პოზიცია "ლეიბორისტების" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე დააფიქსირა.

"მინდა გამოვეხმაურო ექსპრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას საერთო ოპოზიციური სიის შედგენასთან დაკავშირებით. ვემზადებით მრავალპარტიული მთავრობის შესაქმნელად, რაც გამორიცხავს ერთპარტიულ მმართველობასა და კერპების წარმოშობას.

საერთო სია შექმნილ ვითარებაში იქნება ჩასაძირად დამზადებული ტიტანიკი, რაც ოლიგარქის უძველესი ოცნებაა," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

დღის ამბები