18 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
კობახიძე წარმოადგენს უნიჭო გებელსს, რომლის მოვალეობაა ოლიგარქის კაცთმოძულე აზრები გაახმოვანოს - ნათელაშვილი არჩევნების თარიღის შესაძლო გადავადებაზე

გადაიწევს თუ არა ქვეყანაში პანდემიის შესაძლო ახალი ტალღის გამო არჩევნების თარიღი - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ თუ COVID-19-ის მეორე ტალღა ოქტომბრამდე გაგრძელდება და მთავრობას ოქტომბერში კიდევ ერთხელ მოუწევს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, არჩევნები დეკემბერში ან იანვარში ჩატარდეს.

მისივე თქმით, კონსტიტუციით გათვალისწინებულ რეგულაციებზე საუბრობს, თუმცა იმედოვნებს, რომ ამის საჭიროება არ დადგება.

ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა კრიტიკა პოლიტიკურ სპექტრში.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა ირაკლი კობახიძის ამ განცხადებაში ამოიკითხეს ხელისუფლების ერთგვარი მცდელობა, რომ არჩევნები კიდევ რამდენიმე თვით გადავადდეს და ხელისუფლებაში ყოფნის ვადები შეინარჩუნონ.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები ხელისუფლებას აფრთხილებენ, პანდემია საკუთარი პოლიტიკური გეგმებისთვის არ გამოიყენონ.

"კობახიძე წარმოადგენს 21-ე საუკუნის უნიჭო გებელსს, რომლის მოვალეობაა ოლიგარქის კაცთმოძულე აზრები გაახმოვანოს ყოველგვარი ზნეობისა და სირცხვილის გარეშე. ეს გახლავთ მორიგი მცდელობა რამენაირად გაიხანგრძლივონ ყოფნა ხელისუფლებაში, ამ რეჟიმს დედამიწაზე აღარ დაედგომება.

მივმართავ ჩვენს სახელოვან ინფექციონისტ ექიმებს, ნუ გადაგაქცევენ პოლიტიკოსებად და ნუ გამოვა ისე, რომ კორონას გავრცელების სტატისტიკა შეიცვალოს ხელისუფლების რეიტინგების შესაბამისად," - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

"ჩვენ მივმართავთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ძალიან ყურადღებით დააკვირდნენ მიმდინარე პროცესებს. რაც შეეხება კონკრეტულად არჩევნების თარიღს, ჩვენი პარტია მზად არის არჩევნებისთვის. თუკი ხელისუფლება შეეცდება, რომ პანდემია სათავისო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, ეს იქნება ძალიან მძიმე და ტრაგიკული პოლიტიკური ნაბიჯი," - აღნიშნა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრმა ანზორ ბიწაძემ.

"ეს არის ტიპიური შიშის სინდრომი, როცა არ იციან რა მოიგონონ ახალი. მე მინდა მათ ვუთხრა, რომ ნებისმიერ დროს, ეს იქნება ნოემბერი თუ ოქტომბერი, ისინი დამარცხდებიან და ჩამოშორდებიან პოლიტიკურ მმართველობას," - აღნიშნა პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ.

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები