18 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
სახელმწიფო ინსპექტორი დღეს პარლამენტში გასული წლის ანგარიშით წარსდგება

დღეს პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორს ელოდებიან - ლონდა თოლორაია იურიდიულ კომიტეტზე გასული წლის ანგარიშით წარსდგება.

სხდომას ბოიკოტის გამო არ დაესწრება ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები უკმაყოფილო არიან სახელმწიფო ინსპექტორის მუშაობით და ამბობენ, რომ მის ანგარიშში არ არის ყურადღება გამახვილებული არც ერთ გახმაურებულ საქმეზე, მათ შორის არ არის გამოძიებული 20 ივნისის აქციებთან კავშირში მყოფი პოლიციელების ძალადობა.

"ის რეალურად უნდა იძიებდეს საქმეებს, სადაც ჩვენი მოქალაქეების უფლებები ირღვევა. მე ვისურვებდი, რომ 20 ივნისის საქმეზე პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით უფრო აქტიური ყოფილიყო. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის რეალობა, რომ სინამდვილეში საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები არ არიან დამოუკიდებლები მმართველი პარტიის პირდაპირი გავლენისგან," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ.

სახელმწიფო ინსპექტორთან კითხვები მომზადებული აქვს უმრავლესობას. 

დღის ამბები