ემზარ კვიციანის შემდეგ პარტია "საქართველოს პატრიოტთა ალიანს" ბეჟან გუნავა ტოვებს. გუნავამ ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია "ქართული არჩევანი" დააფუძნა. მიიღებს თუ არა ახალი პარტია 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას - გუნავა ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებს.
გუნავა "პატრიოტთა ალიანსიდან“ წასვლის რამდენიმე მიზეზს ასახელებს - მათ შორის იმას, რომ პარტიის ინტერესები არ ემთხვეოდა საზოგადოების საჭიროებებს.
"ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადგილი "საქართველოს პატრიოტთა ალიანსში" არ არის, ვინაიდან, მიუღებელია პარტიის მართვის ის პრინციპები და გადაწყვეტილებების ის ფორმები, რომელიც "პატრიოტთა ალიანში" არსებობს. პოლიტიკური გუნდები ჩაკეტილნი არიან საკუთარ სივრცეში და მხოლოდ პოლიტიკური, მერკანტილური და პარტიული ინტერესებით მოქმედებენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს წრედი უნდა გავარღვიოთ და მე საზოგადოებას ვპირდები, რომ ახალგაზრდებთან ერთად ჩვენ ამ წრედს გავარღვევთ,"- განაცხადა ბეჟან გუნავამ.