18 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
ამ გუნდით და რეიტინგით ოქტომბერში არჩევნების ჩატარების ნამდვილად არ გვეშინია - სოფიო კილაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე გამოეხმაურა ოპონენტების კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველ გუნდს არჩევნების გადადება დაბალი რეიტინგის გამო სურს.

მისი თქმით, საზოგადოების ნდობა "ოცნების" მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა. 

"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ იმდენად კარგად იმუშავა პანდემიის პირობებში და იმდენად გაიზარდა კიდევ უფრო მეტად საზოგადოების ნდობა "ქართული ოცნების" გუნდის მიმართ, რადგან დაინახეს ადამიანებმა, რომ ხელისუფლება არის ძალიან ეფექტური ამ კუთხით, ჩვენ ამ გუნდით და ამ რეიტინგით ნამდვილად არ გვეშინია არჩევნების ჩატარების ოქტომბერში. ამიტომ, თეორიული შანსიც კი არ არის, რომ "ქართული ოცნების" ინტერესში შეიძლება შედიოდეს არჩევნების ჩატარება, თუ ამაზე სპეკულირებენ ჩვენი ოპონენტები,"-განაცხადა სოფიო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" აღმასრულებული მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით პოლიტიკური ბრალდებების მიზეზი გახდა. 

დღის ამბები