18 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა

სახელმწიფო ინსპექტორმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა. ლონდა თოლორაია კონკრეტულ დარღვევებზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების უმეტესი ნაწილი სატელეფონო ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას ეხება.

ამ მიმართულებით სასამართლოს მხრიდან 1,362 განჩინება გაიცა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 98 შემთხვევაში შეჩერების მექანიზმი გამოიყენა.

სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით, უწყება ამოწმებს რამდენად კანონიერად ხორციელდება ეს მოქმედებები, სამსახურმა სამართალდარღვევის 4 ფაქტი დაადგინა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა.

"სასამართლოებმა 2,279 განჩინება გასცეს და დააკმაყოფილეს შესაბამისად ამდენივე შუამდგომლობა ფარული საგამოძიებო მოქმედებების დაკავშირებით. უმეტესი ნაწილი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შეეხება სატელეფონო ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას. ამ მიმართულებით სასამართლოს მხრიდან 1,362 განჩინება იქნა გაცემული. ჩვენ ვამოწმებთ შესაბამის უწყებებს, რამდენად კანონიერად ხდება ამ მოქმედებების განხორციელება. ჩატარებული შემოწმებების შედეგად დავადგინეთ 4 სამართალდარღვევის ფაქტი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს," - აცხადებს ლონდა თოლორაია.

დღის ამბები