აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 2020 წლის ფისკალური გამჭვირვალობის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოცაა მოხსენიებული.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყანა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
ყოველწლიური ანგარიში 2012 წლიდან იმ 140 ქვეყანას აფასებს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსურ დახმარებას იღებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიზანია დარწმუნდეს, რომ ამერიკელ გადასახადის გადამხდელთა ფული ქვეყნების მიერ მიზნობრივად გამოიყენება.