18 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ საპარლამენტო არჩევნები დაგეგმილზე უფრო ადრე ჩატარდეს

არჩევნების ჩატარების თარიღთან დაკავშირებით პანდემიამ, შესაძლოა, კონსტიტუციაში გაწერილი თარიღი, 31 ოქტომბერი, შეცვალოს.

გადაიდება თუ პირიქით, გადმოიდება არჩევნები - ეს ჯერ უცნობია. მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ საპარლამენტო არჩევნები დაგეგმილზე უფრო ადრე ჩატარდეს.

"ყველაზე მეტად, ვისაც არჩევნების თარიღის გადადება არ აწყობს ეს "ქართული ოცნებაა." თუკი თარიღზეა საუბარი, მე მივესალმები ამ თარიღის პირიქით, უკან გადმოწევას და რაც შეიძლება მის მალე ჩატარებას, რადგან უკვე ისეთი საკითხებია დღის წესრიგში დამდგარი, რომელთა მიმართაც, სანამ საზოგადოებრივი აზრის გამოხატვა არ მოხდება, ჩვენ პროგრესს ვეღარ მივაღწევთ," - აცხადებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია. 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი კი აცხადებს, რომ თუკი პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ამას ყველა უნდა დავემორჩილოთ და  ეს არჩევნებსაც შეეხება.

"თუ ისევ გამოცხადდა საგანგებო ვითარება, ჩვენ ყველა უნდა დავემორჩილოთ ამას. ეს გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" მიერ არ იქნება მიღებული, ეს იქნება მეცნიერულ კვლევაზე დაფუძნებული. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის მთავრობაში, ვითარების გათვალისწინებით უნდა მივიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება," - აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. 

დღის ამბები