18 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
ოპოზიცია არჩევნების თარიღის შესაძლო ცვლილების გამო, ხელისუფლებას პანდემიით მანიპულირებაში ადანაშაულებს

ოპოზიცია არჩევნების თარიღის შესაძლო ცვლილების გამო, ხელისუფლებას პანდემიით მანიპულირებაში ადანაშაულებს.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ჩანაწერი არ უნდა შეიცვალოს და მოქალაქეებს საკუთარი ფუნდამენტური უფლების გამოყენების საშუალება კონსტიტუციით დათქმულ ვადებში უნდა მიეცეთ.

"მსგავს საუბრებს მხოლოდ დისონანსი შეაქვს პოლიტიკურ პროცესში და არაფერს არ ემსახურება. მიმაჩნია, რომ უნდა დავიცვათ კონსტიტუციის მოთხოვნები და არჩევნები დაგეგმილ ვადაში უნდა ჩატარდეს. "ქართული ოცნება" როგორც ჩანს შიშით უყურებს მოახლოებულ არჩევნებს და ამიტომ დაიწყეს მათ საუბარი თარიღის შესაძლო შეცვლაზე," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.

"ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი აკაკი ბობოხიძე იმედოვნებს, რომ ოპოზიცია, ხელისუფლებას კონსტიტუციით განსაზღვრული უფლების შეცვლის უფლებას არ მისცემს.

"საკონსტიტუციო ცვლილებები არჩევნების ჩატარებას არ სჭირდება. ეს კონსტიტუციით განსაზღვრულია და თუ "ქართულ ოცნებას" უნდა რომ კონსტიტუცია აქაც თავის თარგზე მოჭრას - ეს სხვა თემაა. მაშინ, იმედი მაქვს რომ მათ ამის საშუალებას ოპოზიციური პარტიები არ მისცემენ," - აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი აკაკი ბობოხიძე.

დღის ამბები