მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აფასებს.
ანგარიში, რომელიც ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ მთავრობას ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები მეტად უნდა დაეზოგა. ასევე, არსებობს კითხვები კონკრეტულ პროგრამებთან დაკავშირებით - მათ შორის იპოთეკური სესხების დაფინანსებაზეც.
ორგანიზაციის განცხადებით, მთავრობამ უნდა წარადგინოს ეკონომიკური ზრდისა და ბიუჯეტის ალტერნატიული სცენარი, იმ შემთხვევისთვის, თუ ქვეყნის ეკონომიკა 4%-ზე მეტად შემცირდება.
"მთავრობას უნდა ჰქონდეს ალტერნატიული სცენარები შემუშავებული, თუკი საქართველოს ეკონომიკა უფრო მეტად შემცირდება, მაშინ როგორი ბიუჯეტი გვექნება. მეორე - საქართველოს ბიუჯეტში საკმაოდ იზრდება შემოსავლები, 18 მილიარდ ლარს აღწევს, მაგრამ აქედან 8 მილიარდი ლარი მოდის ახალი სახელწიფო ვალის აღებაზე, რაც ერთ წელიწადში არებული ვალების რეკორდული მაჩვენებელია. ძალიან იზრდება ბიუჯეტის დეფიციტი," - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროსი ანალიტიკოსმა ბესიკ ნამჩავაძემ.