18 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
ბიუჯეტიდან გაცილებით მეტი თანხის დაზოგვაა შესაძლებელი, რათა ხალხს ფულადი დახმარება მეტად გაეწიოს - ზურაბ ჭიაბერაშვილი

ოპოზიციის წევრები "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შენიშვნებს სრულად ეთანხმებიან.

ოპოზიციის წევრების თქმით, 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი შედგენილია პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით.

"ბიუჯეტიდან გაცილებით მეტი თანხის დაზოგვაა შესაძლებელი, იმისათვის, რომ ხალხს ფულადი დახმარება უფრო მეტად გაეწიოს. ასევე სწორი არის საერთაშორისო გამჭვირვალობის მოთხოვნა მთავრობის მიმართ რომ წარმოადგინოს უფრო კონკრეტული პროგნოზი და სცენარი ეკონომიკის ვარდნასთან დაკავშირებით," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის შეფასებით, ბიუჯეტი უპრეცედენტოდ საგანგაშოა.

მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აფასებს.

ანგარიშში, რომელიც ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ მთავრობას ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები მეტად უნდა დაეზოგა. ასევე, არსებობს კითხვები კონკრეტულ პროგრამებთან დაკავშირებით - მათ შორის იპოთეკური სესხების დაფინანსებაზეც.

ორგანიზაციის განცხადებით, მთავრობამ უნდა წარადგინოს ეკონომიკური ზრდისა და ბიუჯეტის ალტერნატიული სცენარი, იმ შემთხვევისთვის, თუ ქვეყნის ეკონომიკა 4%-ზე მეტად შემცირდება. 

დღის ამბები