მომდევნო ორი დღის განმავლობაში ოპოზიცია უკვე საბოლოო გადაწყვეტილებას გაასაჯაროვებს, თუ ვინ იქნებიან მაჟორიტარობის კანდიდატები დედაქალაქში.
კონსულტაციები ამ საკითხზე ბოლო ეტაპზეა. უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისის ერთ-ერთ ოლქში კანდიდატი იქნება გიორგი ვაშაძე, 2 კანდიდატი ეყოლება "ევროპულ საქართველოს." თბილისში იყრის კენჭს შალვა ნათელაშვილიც.
"მივდივართ შეთანხმების გზით ოპოზიციის ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ქართული ოცნების დამარცხებისთვის. პარასკევს დაველოდოთ და ვნახოთ ვინ იქნება კანდიდატი. არ გამოვრიცხავ, შეიძლება,"-აცხადებს "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე.
გიორგი ვაშაძე ვარაუდობს, რომ ოპოზიციური რვიანში ალეკო ელისაშვილი არ იქნება:
"ეს ალეკო ელისაშვილს ჰკითხეთ, სავარაუდოდ არა, მაგრამ ჰკითხეთ ალეკო ელისაშვილს. ჩვენ საინტერესო მექანიზმი მოვისმინეთ ზოგადად ამ 8 ოლქის გადანაწილებასთან დაკავშირებით და ამას ნახავთ პარასკევს,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.