18 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
საქართველო ამერიკის ერთგული მოკავშირეა - გიორგი გახარია ამერიკელ სენატორთან საუბარს "ტვიტერში" ეხმაურება

"საქართველო ამერიკის ერთგული მოკავშირეა," - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკელ სენატორ დევიდ პერდიუსთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელ "ტვიტერში" .
მთავრობის მეთაური აშშ-ის კონგრესს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

"სენატორ დევიდ პერდიუს ვესაუბრე ჩვენს ორი დიდ ერს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის მზარდი დინამიკის შესახებ, რომელიც არასდროს ყოფილა ამაზე ძლიერი. საქართველო ამერიკის ერთგული მოკავშირეა. ვაფასებთ კონგრესის მკაფიო მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ," - წერს გიორგი გახარია "ტვიტერზე".

დღის ამბები