"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოყალიბებულია მონოპოლიური კარტელი, რომელიც უბრალოდ თითოეულ მოქალაქეს ძარცვავს.
გიორგი ვაშაძე ეროვნულ ბანკს მიმართავს, ყველა 3 და 6 თვით გადავადებულ სესხებზე პროცენტები ჩამოწერონ და შემდგომში საპროცენტო განაკვეთი განახევრდეს.
ვაშაძემ ისაუბრა რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე და თქვა, რომ საქართველოში საბანკო სექტორის მონოპოლია ჩამოყალიბდა.
"საშუალოდ საქართველოში 25%-იანი მარჟის მოგებით მუშაობს საბანკო სექტორი. ეს ციფრები მიუთითეს, რომ საქართველოში ჩამოყალიბებული არის მონოპოლიური კარტელი, რომელიც ძარცვავს უბრალოდ თითოეულ მოქალაქეს.
მე მივმართავ ახლავე ეროვნულ ბანკს და ვეუბნები ბატონ გვენეტაძეს. ხალხნო, ყველა ვღარიბდებით, ყველა უმძიმეს მდგომარეობაში ვართ. ეს ციფრები მიუთითებს, რომ არის საბანკო სექტორში რესურსი. ჩამოიწეროს პროცენტი 3 ან 6 თვით გადავადებულ სესხებზე და შემდგომში განახევრდეს საპროცენტო განაკვეთი," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.