ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვის მორგი მუქარას ექსპერტები ეხმუარებიან. ექსპერტების შეფასებით საფრთხე ჯერაც არ არის აცილებული. მათი განცხადებით, კადიროვის მუქარიდან ჩანს, რომ მას ნებისმიერ ქვეყანაში შეუძლია შეუკვეთოს მკვლელობა, შესაბამისად, ექსპერტების თქმით, ახლა ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს საერთაშორისო დონეზე.
"კადიროვის ეს განცხადება იყო კიდევ ერთხელ დადასტურება იმის, რომ გაბუსიასთან დაკავშირებით მას ჰქონდა კონკრეტული ინტერესები და იმასთან დაკავშირებით, მას რომელ ქვეყანაში მოენდომება იქ მოკლავს ადამიანს. ეს არის არამხოლოდ გაბუნიასადმი მუქარა არამედ საქართველოსთვის როგორც სუვერენული ქვეყნისთვის მუქარა და მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია ამაზე რეაგირების გაკეთება სახელწიფო ინსტიტუტების მხრიდან," - განაცხადა ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდიამ.
"ზოგ შემთხვევაში მისი მუქარა სრულდება სასიკვდილო განაჩენით, ზოგ შემთხვევაში მუქარა რჩება მუქარად. ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. გავიხსენოთ თუნდაც გახმაურებული მკვლელობები, რომელიც კადიროვის სახელს უკავშირდება, მაგრამ ასევე არაერთი მისი მოწინააღმდეგე და მტერი თავისუფლად გრძნობს თავს," - აღნიშნა სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა არეშიძემ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, მნიშვენლოვანია ხელისუფლების ნაბიჯები, თუ როგორ დაიცავს საკუთარ მოქალაქეებს.
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ისევ იმუქრება. ჩეჩნეთის ლიდერი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთის შესახებ ბრალდებებს უარყოფს და ჟურნალისტისგან პატიებას ითხოვს. "თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ, მით უმეტეს, ღრმა უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყნები ამის შესახებ ვერ გაიგებენ. არ დაგვვიწყებია, როგორ შეურაცხყო მან ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი და ე.ი. პირადად მეც. მან შეურაცხყო მთელი რუსეთი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები. ვაძლევ რეკომენდაციას, გამოიტანოს სწორი დასკვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიმეორებ, რომ ის დარჩება ჩემს მტრად," - აცხადებს კადიროვი.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წევრი უკრაინასაც ემუქრება. "ამ პიარის გამო ჩემთან ვალში ხართ დაიმახსოვრეთ ეს და მოვა დრო, პასუხს მოგთხოვთ,"- ამბობს კადიროვი.