18 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
თბილისში მაჟორიტარულ ოლქებში გადანაწილება იქნება ფართო კონსულტაციების შედეგი - ზურაბ ჭიაბერაშვილი

"ევროპული საქართველოს" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს გაცნობიერებული აქვთ ის პასუხისმგებლობა, რაც მაჟორიტარულ ოლქებში "ქართული ოცნების" საპირისპიროდ კანდიდატის დაყენებას უკავშირდება და კანდიდატები, რომელსაც ოპოზიციური სპექტრი უახლოეს დღეებში დაასახელებს, სწორედ ამ ფართო კონსულტაციების შედეგად იქნებიან შერჩეული:

"ოპოზიციურ პარტიებს ყველა აქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რაც ამ კოორდინაციასთან არის დაკავშირებული, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერ ისარგებლოს მაჟორიტარული ოლქებით, თუნდაც ეს მაჟორიტარული ოლქი 30 იყოს. შესაბამისად, უკლებლივ ყველა არის ჩართული, ოპოზიციური პარტია და როდესაც ჩვენ რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ, უკვე თბილისში, მაჟორიტარულ ოლქებში გადანაწილებას, როგორც პარტიებს, ისე კანდიდატებს შორის, ეს იქნება სწორედ იმ ფართო კონსულტაციების შედეგი," - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დღის ამბები