18 ნოემბერი 2024,   04:11
ვრცლად
ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას, რომ შეიქმნას დიდი კოალიციური ფრონტი - რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე მომავალ არჩევნებზე "ქართული ოცნების" დამარცხებისთვის ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს და მოლოდინი აქვს, რომ შეთანხმების შედეგად ისეთი კანდიდატები შეირჩევა, რომლებიც გამარჯვებას პირველივე ტურში მოიპოვებენ.

"ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას, რომ შეიქმნას დიდი კოალიციური ფრონტი, რომელიც თბილისში აჩვენებს, თუ როგორ უნდა დავამარცხოთ "ქართული ოცნება" და ჩვენ ველოდებით, რომ ეს შეთანხმებები ოპოზიციური პარტიებს შორის დამთავრდება წარმატებით და იქნება დაყენებული ისეთი კანდიდატები და ისეთი პარტიების მიერ, რომელიც გარანტირებულად მოგვცემს თბილისში გამარჯვებას პირველივე ტურში,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, თბილისის 8 ოლქში კანდიდატების დასახელებას ოპოზიცია უახლოეს დღეებში აპირებს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, კანდიდატები ოპოზიციურ სპექტრში ურთიერთშეთანხმების შედეგად დასახელდება.

დღის ამბები