18 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
ამ პროცესში საუკეთესოა, რომ ჩვენ ვიბრძოლოთ დამოუკიდებლად 30-ვე ოლქში - გრიგოლ გეგელია

თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციაში შეთანხმებული კანდიდატების წარდგენა პარასკევს, 20 ივნისს მოხდება, თუმცა "ლელო" ისევ აცხადებს, რომ ისინი საკუთარ პოზიციას ინარჩუნებენ და 30-ვე ოლქში საკუთარი კანდიდატების წარდგენას აპირებენ:

"ლელოს" თავიდანვე თანმიმდევრული პოზიცია ჰქონდა ამ საკითხზე, რომელიც იყო, რომ ჩვენ ვართ ახალი ძალა, ახალი პოლუსი, ვიბრძვით განახლებისკენ და შესაბამისად მივიჩნევთ, რომ საუკეთესო ამ პროცესში არის ის, რომ ჩვენ ვიბრძოლოთ დამოუკიდებლად 30-ვე ოლქში," - აცხადებს "ლელო საქართველოს" წევრი გრიგოლ გეგელია.

დღის ამბები