ევროპარლამენტარმა ანჟეი ჰალიცკიმ საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს გიორგი რურუას საქმეზე წერილი მისწერა. ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა.
ჰალიცკი 8 მარტის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს პრაქტიკის თანახმად, მსგავს დანაშაულებში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად, უმეტესად, გირაო შეეფარდებათ, რურუას შემთხვევაში კი ასე არ მოხდა.
ჰალიცკი მთავარ პროკურორს მიმართავს, რურუასთვის აღკვეთის საპატიმრო ღონისძიების არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლა მოითხოვოს.