18 ნოემბერი 2024,   04:17
ვრცლად
საერთაშორისო თანამეგობრობამ კადიროვის აბრაგულ-ვაჟკაცურ-განგსტერულ-დიდაქტიკური გამონათქვამები დანაშაულების გრძელ სიაში უნდა ჩაწეროს - გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მორიგ მუქარას ეხმაურება.

გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ კადიროვის განცხადებები საერთშორისო პარტნიორების ყურადღების ქვეშ უნდა მოექცეს.

"სახელწიფომ  უნდა დაიცვას თავისი მოქალაქე და საერთაშორისო თანამეგობრობამ კიდევ ერთხელ, კიდევ ერთი მაგალითი უნდა ჩაწეროს იმ გრძელ სიაში დანაშაულებების, თვითონ პოზიციის და ამ ქვეყნის არსის, თუნდაც კადიროვის გამონათქვამები აბრაგულ-ვაჟკაცურ-განგსტერულ-დიდაქტიკური," - აღნიშნა გიორგი ვოლკსიმ.

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ისევ იმუქრება. ჩეჩნეთის ლიდერი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთის შესახებ ბრალდებებს უარყოფს და ჟურნალისტისგან პატიებას ითხოვს. "თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ, მით უმეტეს, ღრმა უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყნები ამის შესახებ ვერ გაიგებენ. არ დაგვვიწყებია, როგორ შეურაცხყო მან ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი და ე.ი. პირადად მეც. მან შეურაცხყო მთელი რუსეთი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები. ვაძლევ რეკომენდაციას, გამოიტანოს სწორი დასკვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიმეორებ, რომ ის დარჩება ჩემს მტრად," - აცხადებს კადიროვი.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წევრი უკრაინასაც ემუქრება. "ამ პიარის გამო ჩემთან ვალში ხართ დაიმახსოვრეთ ეს და მოვა დრო, პასუხს მოგთხოვთ,"- ამბობს კადიროვი.

დღის ამბები