"არასამთავრობო ორგანიზაცია" სამართალ დამცველებს მოუწოდებს ჩინური კომპანია "სინოჰიდროს" საქმიანობით დაინტერესდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციის "შეაჩერე კორუფცია" დამფუძნებელი ქეთი ენუქიძე აცხადებს, რომ ეს კომპანია უკანონო საქმიანობას ეწევა, არღვევს ტენდერის პირობებს და კავშირი აქვს ხელისუფლების გარკვეულ წევრებთან, რომლებიც მას ხელს აფარებენ.
საუბარია კომპანიაზე, რომელიც 2012 წლიდან 2018 წლამდე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს საქართველოში, მათ შორის აგებს სამტრედია გრიგოლეთის გზის მონაკვეთს.
ქეთი ენუქიძე ირწმუნება, რომ აქვს კონკრეტული მასალები რომ ეს კომპანია სხვადასხვა ქვეყნებმა შავ სიაშიც შეიყვანეს, მაგრამ მიუხედავად ამისა საქართველო კომპანიასთან მაინც თანამშრომლობს.
"ამ კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოყვანის უკან ვინ დგას არის ძალიან საინტერესო.თუ გადავხედავთ საერთაშორისო გამოცდილებას ამ კომპანიის მიმართ უამრავი პრეტენზიაა გამოთქმული. ეს კომპანია, მიუხედავად ყველაფრისა არის ქართულ ბაზარზე, როგორც ჩანს ჩვენს სახელმწიფოს ამ კომპანიასთან კითხვები არ აქვს. ჩვენ ვიღებთ დაუსრულებელ პროექტებს და პროექტი, რომელიც უნდა მიგვეღო არ მიგვიღია. ზარალდება სახელმწიფო ბიუჯეტი," - განაცხადა ქეთევან ენუქიძემ.