რომელ პოლიტიკურ პარტიებს შორის შედგა კონსენსუსი და ვინმ იქნებიან მათი მაჟორიტარები თბილისში. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ გარკვეულ კანდიდატებზე შეთანხმდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, უცნობია. სავარაუდოდ, ამ შეთანხმებაში არ იქნება ალეკო ელისაშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილის როლი თბილისის არჩევნებში მნიშვნელოვანი იქნებოდა:
"ძალიან დიდი სურვილი იყო და დღესაც არის, რომ ალეკო ელისაშვილი იმ საერთო ფორმატს შემოუერთდეს. თუმცა, არ ვიცი საბოლოო გადაწყვეტილებას რას მიიღებს, ყოველ შემთხვევაში ალეკოს როლი თბილისის არჩევნებში იქნებოდა მნიშვნელოვანი. ოპოზიციას თავისი კანდიდატი ყველა ოლქში ეყოლება," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მისი თქმით, მიმდინარეობს კონფიგურაციის საბოლოო შეთანხმება, უდუმაშვილი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციას არ გაუჭირდება კონკურენტუნარიანი კანდიდატების წარდგენა.
თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში მისი კანდიდატურის განხილვას ადასტურებს ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარიაც:
"კანდიდატად განვიხილები, როდესაც გადაწყდება მაშინ დასახელდება," - აცხადებს ელენე ხოშტარია.