18 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
ყველა კანდიდატს, მხოლოდ იმის გამო, რომ ოპოზიციის წევრია, მხარს ვერ დავუჭერთ - იაგო ხვიჩია

პარტია "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ისინი მაჟორიტარი კანდიდატების შეთანხმებაში არ მონაწილეობენ, რადგან "გირჩი" მაჟორიტარების დაყენებას არ აპირებს.

როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, მიუხედავად ამისა, მათთვის მაინც მნიშვნელოვანია, თუ ვის წარადგენს ოპოზიცია, რადგან "გირჩის" მხარდამჭერები არ აპირებენ ნებისმიერ კანდიდატს მხოლოდ იმის გამო დაუჭირონ მხარი, რომ ის ოპოზიციას წარმოადგენს:

"ჩვენ არ ვმონაწილეობთ კონკრეტულად მაჟორიტარული კანდიდატების შეთანხმებებში, იქიდან გამომდინარე, რომ უარი ვთქვით მაჟორიტარების დაყენებაზე და გავუადვილეთ ოპოზიციას შეთანხმების მიღწევა, თუმცა ზოგადად გვაინტერესებს ვის დააყენებს ოპოზიცია კანდიდატებად, ვისზე შეთანხმდბიან, იმიტომ რომ ჩვენ ყველა კანდიდატს მხოლოდ იმის გამო, რომ ოპოზიციის წევრია, მხარს ვერ დავუჭერთ," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები