18 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
20 ივნისს დაგეგმილი კონტრაქციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მმართველ გუნდში კატეგორიულად უარყოფენ

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, 20 ივნისს "ქართული ოცნება" არანაირ კონტრაქციას არ გეგმავს. საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 20 ივნისს მმართველი გუნდი კონტრაქციის მომზადებას გეგმავდა. 

"მე, როგორც პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენი პარტიის მხრიდან არანაირი კონტრაქცია არ იგეგმება. ეს ტყუილი და არასწორი ინფორმაციაა. რაც შეეხება რუსთაველზე ოპონენტების მიერ აქციის ჩატარებას, მერიას არ აქვს იმის კომპეტენცია, რომ ვინმეს მისცეს ამის უფლება ან აუკრძალოს. ქვეყანაში სიტყვისა და თავისუფლების გამოხატვა უმაღლეს დონეზეა ასული და ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები კანონის ფარგლებში," - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე. 

კონტრაქციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძეც. მისი განცხადებით, ხელისუფლება არ აპირებს 200 "ნაციონალს" რაიმე კონტრაქცია დაუპირისპიროს. 

"ჩვენ არ ვაპირებთ რომ ორას "ნაციონალს" რაიმე კონტრაქცია დავუპირისპიროთ. მათ აქვთ უფლება შეიკრიბონ. თუ ვინმე კონტრაქციას მოაწყობს, ეს რა თქმა უნდა, პროვოკაცია იქნება და სხვა არაფერი, რომელიც კარგად ვიცით საიდანაც შეიძლება მოდიოდეს. თუმცა, მე არ მგონია, რომ ასეთი რამ მოხდეს,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები