რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, დიმიტრი პესკოვი "მთავარი არხის" ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით რუსეთის მონაწილეობას უარყოფს. პესკოვის განცხადებას სააგენტო "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
"ამ საკითხზე კომენატრს არ გავაკეთებ. მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი, ამ ინციდენტში თავიდანვე იყო ბრალდებები რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობის შესახებ და თავიდანვე ვთქვით, რომ ნებისმიერი ასეთი ბრალდება არის აბსურდული და ტყუილი,"-ამბობს პესკოვი.
შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.
პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა.