18 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
გიგა ბოკერია ხელისუფლებას რუსულ პროპაგანდაში ადანაშაულებს

გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" დეპუტატების განცხადებებს, რუსულ პროპაგანდაში დახმარებად აფასებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია.

"ეს არის გაგრძელება ქვეყნისთვის უაღრესად საზიანო, მავნებლური და უპასუხისმგებლო პოლიტიკურად დანაშაულებრივი ხაზის. როდესაც შენ გაქვს საფუძველი, გაქვს საჯარო განცხადებები მტრული სახელმწიფოსი და ამას კი არ ეხმიანები, ტალახს შიგნით ისვრი, ამით ეხმარები მტრის პროპაგანდას და რისკს უზრდი მომავალში საქართველოს ყველა მოქალაქეს და არა მხოლოდ გაბუნიას. გაბუნიას დაცვა არის ვალდებულება ნებისმიერი ხელისუფლების, დღევანდელის და ხვალინდელის. ამავე დროს, ნებისმიერი ხელისუფლების ვალდებულებაა, ისეთი ნაბიჯები გადადგას, ვინც ბედავს ასეთ რაღაცებს, მას ჰქონდეს რაღაც შემაკავებელი.

გასაგებია, გამოძიების დასრულებას ველოდებითო რომ ამბობენ, მაგრამ რატომ იშვერენ თითი ოპონენტებისკენ - ეს ერთი და მეორე, მტრული სახელმწიფოს საჯარო განცხადებებზე რეაქციას ვერ მივცემო, ეს რა ბოდვაა,"-აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია.

რუსეთის მიერ გიორგი გაბუნიას სავარაუდო დაკვეთილ მკვლელობაში ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ოპოზიციის ინტერესს ხედავს. ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მმართველი გუნდის ოპონენტების ინტერესშია.

"ქართული ოცნების" ლიდერი გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ კონკრეტულ პოლიტიკოსებს რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. კობახიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში დაასახელა კონკრეტული გვარები - ირაკლი ოქრუაშვილი, ნინო ბურჯანაძე, გუბაზ სანიკიძე და შალვა ნათელაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები