ანა დოლიძე დღესაც რომ გადადგეს თანამდებობიდან, კანონი უკვე დარღვეული აქვს, - ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ანა დოლიძის გადაწყვეტილებას.
ანა დოლიძე დღეს ალექსანდრე ელისაშვილთან, ლევან იოსელიანთან და ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმს ხელს მოაწერს.
ნაზი ჯანეზაშვილის განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს კანონი პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავს.